სტატიები

Published on: 12 October 2015

გერმანელებმა 700 ცხ.ძ. -ის მქონე Mercedes-AMG GT გააკეთეს

გერმანულმა Posaidon -მა იმუშავა Mercedes-AMG GT -ზე. უფრო კონკრეტულად კი მის ძალურ აგრეგატზე – ახლა GT გამოიმუშავებს 700 ცხენის ძალას და Lamborghini -ს ტერიტორიაზე შეიჭრა.

ხო მართლა, მან სახელი შეიცვალა და ახლა მას Posaidon GT RS 700 ჰქვია. სახელთან ერთად შეიცვალა ტურბინები, ინტერქულერი, გამოსაბოლქვი სისტემა და ოთხი ლიტრი მოცულობის V8 ძრავის მართვის ბლოკი. ამ ყველაფერმა ავტომობილის სიმძლავრე 200 ცხენის ძალით გაზარდა, ასევე გაიზარდა ბრუნვითი მომენტიც და გახდა 750 ნმ (შეიძლებოდა მეტიც, რომ არა ელექტრონული შეზღუდვა ). გინდათ გაიგოთ მთავარი ციფრები? – ავტომობილი 0-100 კმ/სთ -ს ანვითარებს 3,2 წმ-ში და ამასთან მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 350 კმ/სთ -ს. ჰა რას იტყვით? მემგონი ცუდი არაა ხომ?

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑