Published on: 12 September 2014
კომპანია General Motors-მა Chevrolet Corvette-ი გაყიდვებიდან გაიწვია
ამერიკული კომპანია General Motors-ი წყვეტს თავისი ერთ-ერთი პოპულარული მოდელის, 2015 წლის Chevrolet Corvette-ის გაყიდვებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ალან ადლერი აცხადებს ავტომობილის მწარმოებელს სურს ამ ავტომობილის ორი პოტენციური პრობლემის გამოსწორება. ადლერის განცხადებით 2000 ავტომობილზე სალონებსა და ქარხნებში აღმოჩენილია უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობა. აგრეთვე 800 ავტომობილზე, რომლებიც დილერებთან იმყოფება აღმოჩენილია ხელის მუხრუჭის პრობლემა.
როგორც კომპანიამ განაცხადა განახლებული დიზაინით ატომობილი სწრაფი ტემპით იყიდებოდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. საჯარო ინფორმაციით აგვისტოში დაახლოებით 2600 ავტომობილი გაიყიდა.