Published on: 15 September 2017
გაიცანით Porsche Panamera -ს ძრავით აღჭურვილი Audi
Porsche -ს ახალმა ძრავამ ჩაანაცვლა v8 4.2 FSI ძრავა – ახალი 2,9 ლიტრი მოცულობის V6 ძრავა გამოიმუშავებს ისეთივე სიმძლავრეს (450 ცხ.ძ.), მაგრამ გამოირჩევა უფრო მეტი ბრუნვითი მომენტით – 600 ნმ 430 ნმ -ის წინააღმდეგ. გადაცემათა კოლოფი – 8 საფეხურიანი დიაპაზონური ავტომატური გადაცემათა კოლოფი და quattro სისტემა.
Audi -ს ეს ავტომობილი გახლავთ მეოთხე თაობის RS 4 Avant -ი, რომელიც 0-100 კმ/სთ აჩქარებას 4,1 წმ -ში აკეთებს. მაქსიმალური სიჩქარე კი ელექტრონულად შეზღუდულია 250 კმ/სთ -მდე. ოფციონალური პაკეტის RS dynamic -ის დაყენების შემდეგ კი სიჩქარე 280 კმ/სთ -მდე იზრდება.
რაც შეეხება ფას Audi RS 4 Avant -ის საბაზისო ვერსია ეღირება 79 800 ევრო.