სტატიები

Published on: 27 July 2018

გაიცანით G-Power-ის Mercedes-AMG C63 S

Mercedes-AMG C63-ის “მხურვალე” ვერსია ისეთივე ძრავით არის აღჭურვილი, როგორითაც მისი დიდი ძმები – E და S კლასები. ამასთან მას მათთან შედარებთ გააჩნია უფრო კომპაქტური ზომები, რაც მას შთამბეჭდავი წარმადობის დემონსტრირების საშუალებას აძლევს.

C-Class-ის “დამუხტული” ვერსია აღწურვილია  V ტიპის 4 ლიტრი მოცულობის ბიტურბო ძრავა M178-ით, რომელიც საბაზისო ვერსიაში 510 ცხ.ძ.-სა და 700 ნმ-ს გამოიმუშავებს. ასეთი კონფიგურაციით ავტომობილს 0-100 კმ/სთ აჩქარების გაკეთება 4,0 წმ-ში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი ელექტრონულად შეზღუდულ 250 კმ/სთ-ს შეადგენს ( ოფციონალური პაკეტით 290 კმ/სთ).

G-Power-ის სპეციალისტებს შეუძლიათ ძრავის სიმძლავრე 600 ცხ.ძ.-სა და 800 ნმ ბრუნვით მომენტამდე. განახლების გაკეთება ორი მეთოდის არის შესაძლებელი – ჩიპ ტიუნინგით, რომელიც გულისხმობს G-Power Performance Module V1 საფირმო მოდულის დაყენებას, ან ძრავის მართვის ელექტრონული ბლოკის “გადაპროგრამებით”.

მოდელის G-Power-ის ვერსიას გაუმჯობესებული დინამიკა აქვს. 0-100 კმ/სთ აჩქარების განვითარების დრო 3,8 წმ-ს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს.

თეგები: , , ,


Back to Top ↑