სტატიები

Published on: 23 December 2014

G-Power -ის სპეციალისტებმა გამოუშვეს 520 ცხ.ძ. -ის მქონე BMW M4

G-power

G-Power -ის გუნდმა წაიმუშავა გახმაურებულ BMW M4 -ზე, რის შედეგადაც “დამუხტული” ორკარა ანვითარებს 200კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 11,8 წამში, ამასთან ერთად მისი მაქსიმალური სიჩქარე არის 325 კმ/სთ.

ატელიეში ასეთივე აფგრეიდს სთავაზობენ ახალი ოთხკარა M3 -ის მფლობელებსაც. გაუმჯობესებების სრულ პროგრამას ტიუნერები ჯერ-ჯერობით არ ამხელენ. ამასთან ერთად არ მალავენ ყველაზე გემრიელ ციფრებს – 431 ცხენის ძალისა და 550 ნმ ბრუნვის მომენტის მქონე 3 ლიტრიანი TwinPower Turbo ძრავა ტიუნერების მუშაობის შემდეგ ანვითარებს 520 ცხენის ძალას.

ეს M4 -ს საშუალებას აძლევს განავითაროს პირველი 100 კილომეტრი 3,9 წამში. სტანდარტულად ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარეა 280 კმ/სთ, ხოლო V-MAX კომპლექტი ამ მაჩვენებლის 325 კმ/სთ -მდე გაზრდის საშუალებას იძლევა, რომელიც შემოთავაზებულია როგორც პარამეტრი და მსურველებს დაახლოებით 3500 ევრო დაუჯდებათ.

f8472c696131f0993dae947702

e991d5434372914067843597b6

e46d416804f20549a3fe79d8e2

efe2f70228b4a232c04672ff30

96e38bb16379a6e39dc25dab53

51d7798acd2c49fd7b8e700a43

G-power

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑