სტატიები

Published on: 13 October 2015

G-Power -ში ახალი M6 და X5 M -ი უფრო მძლავრები გახადეს

ვიმედოვნებთ, რომ G-Power -ში ამის კეთებას არ შეწყვეტენ. მათ იმუშავეს ახალ X5 M -სა და M6 კაბრიოზე. რის შედეგადაც ავტომობილებმა საგრძნობლად მოიმატეს სიმძლავრეში.

 

 

M6 -მა მიიღო Bi-Tronik 2 ინექცია, რის შედეგადაც 4,4 ლიტრი მოცულობის V8 ტვინ-ტურბო ძრავა გამოიმუშავებს 740 ცხენის ძალასა და 975 ნმ ბრუნვით მომენტს. შეგახსენებთ, რომ ავტომობილის საბაზისო ვერსიის სიმძლავრე შეადგენს 560 ცხ.ძ -სა და 680 ნმ -ს. დაგვეთანხმებით, რომ ტიუნერებმა ავტომობილი საგრძნობლად გააძლიერეს. ეს ყველაფერი არ არის, ავტომობილში შეიცვალა გამოსაბოლქვი სისტემა და ბორბლები. 0-200 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი ანვითარებს 10,7 წმ-ში. ამასთან მას შეუძლია 300 კმ/სთ -ზე მეტი მაქსიმალური სიჩქარის განვითარება.

 

 

 

რაც შეეხება X5 -ს, აქ დისკებში დიდი არჩევანია, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 20 დიუმიდან 23 დიუმიანამდე. Bi-Tronik 5 -ის დახმარებით სიმძლავრეშიც ყველაფერი წესრიგშია – 700 ცხ.ძ. და 950 ნმ. აქაც, როგორც წინა შემთვეავაში, გამოცვლილია გამოსაბოლქვი სისტემა. რას იტყვით? თქვენ რომელს აირჩევდით?

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑