Published on: 19 August 2015
G-POWER -ის ტიუნერებმა BMW X6M F86 უფრო ძლიერი გახადეს
გერმანული ტიუნინგ ატელია G-Power -ი არ წყვეტს BMW -ეს ავტომობილების ბაზაზე აწყობილი თავისი პროექტებით ჩვენს გახარებას. ამჯერად კომპანიის სპეციალისტების ხელში ჩავარდა კროსოვერი X6M F86 “კუზაოთი”. ავღნიშნავთ, რომ თანამედროვე X6M -ს შეუძლია დაიკვეხნოს თავისი სისწრაფით, მაგრამ გერმანელი ტიუნერებისათვის ეს ცოტა აღმოჩნდა. რა გამოვიდა ამისგან?
G-Power -ის ინჟინერებმა შეიმუშავეს სპეციალური მოდული Bi-Tronic 5 V1. მოცემული კომპონენტი ძრავას სიმძლავრეს 14% -ით უმატებს, ხოლო გამწეობას 10% -ით. რეზულტატში ძალური აგრეგატის სიმძლავრე შეადგენს 650 ცხენის ძალას, ხოლო ბრუნვითი მომენტი გაიზარდა 830 ნმ-მდე.
კიდევ ერთი სასიამოვნო დამატება G-Power -ის ინჟინრებისგან ეს არის სიჩქარის ელექტრონული შემზღუდავის მოხსნა. დატიუნინგებული კროსოვერის მაქსიმალური სიჩქარე უცნობია, თუმცა ეს მაჩვენებელი 300 კმ/სთ -ზე მეტი, რომ იქნება ამაში 100% -ით დარწმუნებულები ვართ. G-Power -მა თავისი საქმე გააკეთა, დანარჩენი დამოკიდებულია გამბედაობაზე, სწორ და გრძელ ასფალტის საფარზე.
ავტომობილის ბორბლები შემოსილია Michelin -ის დაბარპროფილიანი საბურავებით (315/25 ZR23). მოცემული საბურავები “დაჩიპულ” X6M -ს თავისი პოტენციალის გამომჟღავნების საშუალებას მისცემენ. დისკს რაც შეეხება ეს არის საფირმო Hurricane RR -ი.
ბოლოსთვის კი უნდა აღინიშნოს X6M -ის განახლებების ფასი. სიმძლავრის გასაზრდელი მოდული მყიდველს დაუჯდება 3500 ევრო, სიჩქარის შეზღუდვის მოხსნა კი 668 ევრო.