სტატიები

Published on: 06 February 2017

G-კლასს კიდევ დიდი ხნის მანძილზე გამოუშვებენ

ბოლო პერიოდში უცხოურ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ Mercedes-Benz -მა შესაძლოა ყველასთვის კარგად ცნობილი G-კლასის წარმოება შეწყვიტოს და მის ადგილზე ახალი თაობის მოდელი წარმოადგინოს. მოკლედ ამ ავტომობილის გულშემატკივრებს დავამშვიდებთ და ვეტყვით, რომ G-კლასს კიდევ დიდი ხნის მანძილზე გამოუშვებენ.

“მანამ ამ ავტომობილს ყიდულობენ ჩვენ მის აწყობას გავაგრძელებთ. გაყიდვებში კი ახლა საქმე ძალიან კარგად მიდის. შევცვლით ძრავებს, ტრანსმისიებს…, მაგრამ ავტომობილი იცოცხლებს. Land Rover Defender -ის წასვლის შემდეგ G-კლასს კონკურენტი აღარ ჰყავს. ეს კი საშუალებას გვაძლევს თავდაჯერებულობით ვიყუროთ მომავალში. ავტომობილს მსოფლიოს მაშტაბით ძალიან ბევრი ფანი ჰყავს, რომლებიც მას გამავლობისა და საიმედოობის გამო აფასებენ” – განაცხადა G-კლასის მარკეტინგის ხელმძღვანელმა იან ჯეიმსმა.

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑