სტატიები

Published on: 18 August 2015

G-Class -ის ჩინური ვარიანტი

BAIC BJ80C -ეს არის Mercedes-Benz G-Class -ის ასლი. თავდაპირველად მოდელი შეიქმნა სამხედრო დანიშნულებისთვის, ხოლო შემდეგ გადაწყვიტეს სამოქალაქო ვერსიაც გამოეშვათ (წინასერიული ვარიანტი ფართო მასას პირველად შარშანდელ პეკინის ავტოსალონზე ანახეს), თუმცა კომპანია Daimler -ი, რომელიც BAIC Group -ის აქციების ნაწილს ფლობს, ლეგენდარული მოდელის კლონის ბაზარზე გამოსვლას წინ აღუდგა.

ახლა უკვე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და როგორც ჩინური პრესა იუწყება BJ80C წლის ბოლოსთვის ბაზარზე უნდა გამოვიდეს. საინტერესოა ისიც, რომ ასლი ორიგინალზე დიდი გამოვიდა. მისი სიგრძე შეადგენს 4780 მმ -ს, მაშინ როდესაც ორიგინალის სიგრძეა 4686 მმ. ასევე BAIC -ს G-Class -თან შედარებით 50 მმ -ით დიდი ბორბლებსშორისი ბაზა აქვს.

ასევე საინტერესოა ისიც, რომ თავდაპირველად G-Class -ის ჩინური ვარიანტისთვის განკუთვნილი იყო 2,4 ლიტრი მოცულობის ბენზინის  ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 142 ცხ.ძ. -ს. მაგრამ ახლა ინსაიდერები იუწყებიან, რომ ყველგანმავლის კაპოტის ქვეშ იქნება 2,3 ლიტრი მოცულობის ტურბო ძრავა 250 ცხ.ძ. სიმძლავრით. ეს არ არის ასლი! 2009 წელს BAIC -მა სრულიად ოფიციალურად GM -ისგან შვედური ტექნოლოგიების გამოყენებუს უფლება შეისყიდა.

სამწუხაროდ რა ეღირება “პეკინელი ჯიპი” (ასე იშიფრება აბრევიატურა BJ) ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ორიგინალსა და მის ასლს შორის ფასების განსხვავება დიდი იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ Landwind X7 რომელიც არის Range Rover Evoque -ს ასლი, ჩინეთში შემოთავაზებულია 21700-24200 დოლარის ფარგლებში, რაც 3-ჯერ ნაკლებია ორიგინალი Evoque -ს საბაზრო ფასთან შედარებით.

თეგები: , , ,


Back to Top ↑