სტატიები
Published on: 12 September 2017
ფრანკფურტში უკანა ამძრავიანი Audi აჩვენეს
ავტომობილი აწყობილია სუპერქარ R8 -ის ბაზაზე, ამასთან V10 ატმოსფერული ძრავის სიმძლავრე შეამცირებულია 610 -დან 540 ცხ.ძ. -მდე. ამის მიუხედავად არ უნდა ვიფიქროთ, რომ მისი სისწრაფე ბევრად შემცირდა – ავტომბილის წონა შეამცირეს 50 კგ -ით ( 1509 კგ -მდე), აქედან გამომდინარე 0-100 კმ/სთ აჩქარებას ავტომობილი 3,7 წმ -ში აკეთებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ -ს შეადგენს.
ავტომობილი გამოშვებული იქნება სულ 999 ეგზემპლარად.