სტატიები

Published on: 12 March 2015

ფრანკფურტში ახალ Audi A4 -ს აჩვენებენ

სექტემბერში, ფანკფურტის ავტოსალონში ნაჩვენები იქნება შემდეგი თაობის (B9) Audi A4 .  ამის შესახებ წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა კომპანიის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა – რუპერტ სტადლერმა. მისი თქმით, ავტომობილის წარმოება ამ წელს დაიწყება და ეს მოხდება მისთვის სპეციალურად აღჭურვილ ქარხნებში.

ცნობილია, რომ ახალი A4 -ის კონსტრუქცია ძალიან მსუბუქი იქნება, ასევე აღიჭურვება უსაფრთხოების თანამედროვე რესურსებითა და საინფორმაციო შესაძლებლობებით, რომლებიც ახალ დონეზე არიან აყვანილნი. ავტომობილში განმეორდება ბევრი ისეთი რამ რაც უკვე გამოიყენა კომპანიამ ახალ Q7 – ში.  პრეს-კომფერენციაზე ღიად არ თქმულა, მაგრამ იქნა მინიშნებული, რომ Audi მთელი ძალებით უნდა შეეცადოს და დაეწიოს კონკურენტებს – BMW-სა და Mercedes-Benz -ს, რომელთა შუა ზომის სედანები გაცილებით თანამედროვეები არიან.

ახალი აუდი A4 -ისთვის გათვალისწინებულია  პლაგინ-ჰიბრიდული ვერსია e-tron -ი 190 ცხენის ძალის მქონე ტურბოდიზელითა და ორი ელექტროძრავით, საერთო ჯამში მთლიანი ძალური მოწყობილობა განავითარებს 300 ცხენის ძალაზე მეტს. მოდელი ასევე ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ძრავების ვარიანტებით, ამასთან მათი უმეტესობა და 9 საფეხურიანი გადაცემათა ავტომატური კოლოფი S tronic -ი იქნება სრულიად ახალი. მოუთმენლად ველოდებით ახალ დეტალებსა და ფოტოებს.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑