სტატიები

Published on: 23 February 2017

Ford -ი ავტომობილებს მძღოლთან ხუმრობას ასწავლის

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford -მა გადაწყვიტა თავისი ავტომობილებისგან ადამიანის კარგი მოგობრები გამოიყვანოს. კომპანია დაკავდა ისეთი სისტემის შემუშავებით, რომელიც შეძლებს მძღოლის ემოციის “აღქმასა” და ანალიზს, გამოიცნოს მისი მუსიკალური სიმპატიები და იმოქმედოს მისი ხასიათის ცვლილებაზე.

სავარაუდოდ ეს სისტემა პირველ რიგში ავტომატური მართვის ფუნქციის მქონე ავტომობილებს დაუყენდებათ. ამ ყველაფერში Ford -ს გერმანული კვლევითი ინსტიტუტი ეხმარება. სპეციალისტები დაკავდნენ ისეთი მიკრაფონისა და ვიდეო თვალის შემუშავებით, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარები იქნებიან მძღოლის ხმისა და გამოხედვის ცვლილებისადმი. როგორც მკვლევარები თვლიან ამ ინფორმაციის ანალიზი ავტომობილს დაეხმარება გაიგოს თუ რომელი მუსიკალური კომპოზიციები მოსწონს უფრო მეტად მის მფლობელს, ხოლო თუ მძღოლი ცუდ ხასიათზეა გაამხიარულოს ის კარგი ხუმრობით.

Ford -ი ვარაუდობს, რომ უკვე 2022 წლისთვის კომპანიის თითქმის ყველა სატრანსპორტო საშუალებების 90% ხმის ამოცნობის სისტემით აღიჭურვება. ამასთან ავტომობილების 75% აღჭურვილი იქნება ხმით მართვის ფუნქციით. სრულიად უპილოტო ავტომობილის გამოშვებას კომპანია 2021 წლისთვის გეგმავს.

თეგები: , , ,


Back to Top ↑