სტატიები

Published on: 20 January 2017

ევროპის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები

ევროპის ბაზარზე 2016 წლის მონაცემებით ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი Volkswagen Golf -ი აღმოჩნდა. ამრიგად, მოდელმა ევროპის ლიდერობა შეინარჩუნა და უკვე რვა წელია პირველ ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ Golf -ი გაყიდვების შემცირების მიუხედავად მაინც პირველ ადგილს იკავებს. სტატისტიკის მიხედვით ევროპის ბაზარზე 492 952 მოდელი გაიყიდა, რაც 7,8% -ით ნაკლებია 2015 წლის რეზულტატთან შედარებით.

მეორე ადგილზე გავიდა Renault Clio, რომლის გაყიდვებიც 3% -მდე გაიზარდა და შეადგინა 315115 ავტომობილი. მესამრე რეზულტატი Volkswagen Polo -მ აჩვენა – 308561 ერთეული (+1,9%).  გთავაზობთ  2016 წელს ევროპის 10 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების გრაფიკს.

საერთო ჯამში 2016 წელს ევროპაში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელმა 6,5% -ით აიწია და შეადგინა 15 131 719 ავტომობილი. ამრიგად ევროპის ბაზარი უკვე მესამე წელია დადებით დინამიკას აჩვენებს.

 

თეგები: , , , , , , , , , , , ,


Back to Top ↑