სტატიები
Published on: 24 April 2015
ჩინეთის მთავრობამ Mercedes -ი 56 მილიონი დოლარით დააჯარიმა
ჩინეთის მთავრობამ Mercedes-Benz -ის ადგილობრივი ქვედანაყოფი დააჯარიმა 56,5 მილიონი დოლარით. Mercedes -ი დაადანაშაულეს არაკანონიერ ფასისწარმოქმნაში და ანტიმონოპოლური კანონის დარღვევაში.
უფრო სწორად რომ ვთქვათ, ფირმა დამნაშავედ ჯერ კიდევ აგვისტოში ცნეს, თუმცა ჯარიმის ოდენობა ახლა გახდა ცნობილი. პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ჩინური სადილერო ცენტრის ჯგუფი კომპანიის მოთხოვნით მაქსიმალურად ამცირებდა ფასებს ზოგიერთ მოდელებსა და ნაწილებზე. ამის შედეგად დაირღვა ბუნებრივი კონკურენცია ბაზარზე და კომპანია ანტიმონოპოლური კანონის მოქმედების ქვეშ აღმოჩნდა.