Published on: 23 March 2019
ჩინელებმა ევროპული ავტომობილების კოპირებაზე პასუხი აგეს
კომპანია Jaguar Land Rover-მა, რომელიც Tata Motors-ის შემადგენლობაში შედის, ჩინური Jiangling Motors Corp-ის წინააღმდეგ გამართულ საქმეში მოიგო. სარჩელი სასამართლოში კომპანიამ 5 წლის წინ Landwind X7-ის მოდელის წინააღმდეგ შეიტანა, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს იქნა წარმოდგენილი და Range Rover Evoque-ს ასლს წარმოადგენს. ორივე კროსოვერს აქვს ძარის მსგავსი ფორმები, თითქმის ერთნაირი ოპტიკა და მრავალი სხვა დეტალი. ყველაფერთან ერთად JLR-ის გაღიზიანებას ის ამწვავებდა, რომ მყიდველები თავიანთ X7-ის რადიატორის ჩარჩოს ცვლიდნენ და Range Rover-ის ლოგოს ამაგრებდნენ.
ჩინური “ევოქუეს” გამოსვლისთანავე ბრიტანულმა მარკამ სარჩელი შეიტანა Jiangling Motors Corp-ის წინააღმდეგ და კომპანიას თავისი მოდელების კოპირებაში დასდო ბრალი. თუმცა Jiangling Motors Corp-ი ამ ფაქტის აღიარებაზე უარს ამბობდა.
პეკინის სასამართლომ აღიარა, რომ Range Rover Evoque-ს ეკუთვნის ხუთი უნიკალური ელემენტი, რომელიც კოპირებულია Landwind x7-ში.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ Landwind x7-ის წარმოება, გაყიდვა და რეკლამირება სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს, ხოლო Jaguar Land Rover-ს გადაეხადოს კომპესაცია.