სტატიები

Published on: 13 August 2018

Brabus-ში გვიჩვენეს თუ როგორი უნდა იყოს ახალი “გელენდვაგენი”

ტიუნინგ ატელიე Brabus-მა ახალი გელენდვაგენი “გააუმჯობესა”. შეგახსენებთ, რომ ახალი G-კლასის პრემიერა რამოდენიმე თვის წინ შედგა. ახალი ვერსია უფრო ფართო და კომფორტულია, ამასთან არ დაუკარგავს თავისის საფირმო “კვადრატული” დიზაინი.

ახალი გელენდვაგენის საბაზისო მოდიფიკაცია აღჭურვილია ბიტურბო V8 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 422 ცხ.ძ.  Brabus-ის სპეციალისტებმა ეს მაჩვენებელი 500-მდე გაზარდეს. ამასთან მაქსიმალური სიჩქარე გაიზარდა 210 კმ/სთ -მდე. 0-100 კმ/სთ აჩქარებას კი 5,7 წმ-ში აკეთებს.

 

 

თეგები: , ,


Back to Top ↑