Published on: 16 May 2018
Brabus-ის მაგია Mercedes X-კლასსაც შეეხო
ჩვენ ვიცით, რომ თქვენ იცით, მაგრამ მოდი მაინც თავიდან გავერკვიოთ. Mercedes-Benz X-Class – ეს ძირითადად იგივე Nissan Navara არის, ოღონც უფრო პრემიუმ სამოსში გადაცმული. მაშინ, როდესაც ზოგიერთ მყიდველს არ ჰყოფნის მოტივაცია პრემიუმ პიკაპის შესაძენად, ნაცვლად მისი ბიუჯეტური ძმისა, კომპანია Brabus-ში ეს მოტივაცია საგრძნობლად გაზარდეს.
“მსოფლიოში ყველაზე დიდმა დამოუკიდებელმა ტიუნინგ-ატელიემ” X-Class-ის ექსტერიერისა და ინტერიერის პაკეტები შეიმუშავა, რომლებიც პიკაპს უფრო სპორტულ გარეგნობას სძენენ და უფრო პრაქტიკულს ხდიან. მაგალითად, წინა ბამპერში არსებული შუქდიოდური ფარები, ასევე შუქდიოდური ფარები ავტომობილის სახურავზე, რომლებიც შორი განათების როლს ასრულებენ – ისე როგორც მოზრდილ პიკაპებს აქვთ.
Brabus-მა 20-დიუმიანი დისკებისთვის სპეციალური დიზაინიც კი შეიმუშავა.
Brabus-ის სპეციალისტებმა კაპოტ ქვეშაც შეიხედეს. მართალია იქ ისევ 2,3 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავაა, მაგრამ მისი სიმძლავრე 21 ცხ.ძ. -ით 211-მდე გაზარდეს. რაც საშუალებას აძლევს პიკაპს 0-100 კმ/სთ აჩქარება 1,5 წმ-ში გააკეთოს. Brabus-ში ასევე განაცხადეს, რომ X 350d ახალი დიზელის ვერსიისთვისაც მზადდება უფრო მძლავრი ვერსია.