Published on: 17 September 2017
Brabus 900 Rocket: მათთვის, ვისთვისაც შიში უცნობია
არსებობს ასეთი ყველგანმავალი – Mercedes-AMG G65 . ეს ავტომობილი აღჭურვილია 12 ცილინდრიანი ბიტურბო ძრავით და G-კლასის არქიტექტურის შესაძლებლობების ზღვარზე იმყოფება. მაგრამ Brabus 900 Rocket -თან შედარებით G65 პენსიონერების ავტომობილია. ახალი ყველგანმავალი, რომელიც ტიუნინგ ატელიე Brabus -მა ფრანკფურტის ავტოსალონში წარმოადგინა “გელენდვაგენის” არცერთ მოყვარულს გულგრილს არ დატოვებს.
900 Rocket -ი გამოიმუშავებს გიჟურ 900 ცხენის ძალასა და 1500 ნმ ბრუნვით მომენტს. ეს ყველაფერი G65 -ის გაუმჯობესებული ძრავის (6,3 V12) დამსახურებაა. საერთო ჯამში 2,8 ტონის მონსტრი 100 კმ/სთ აჩქარებას 3,9 წმ -ში ანვითარებს, მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად შეზღუდულია 270 კმ/სთ -მდე, თუმცა ლიმიტის მოხსნის შემთხვევაში მას სავარაუდოდ 350კმ/სთ -მდე ვერაფერი შეაჩერებს.
Brabus 900 Rocket -ი სულ 10 ეგზემპლარად იქნება გამოშვებული. ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.