სტატიები

Published on: 20 December 2017

BMW X7 -ის წარმოება დაიწყო

BMW -ს შვიდადგილიანმა კროსოვერმა X7 -მა კონვეირამდე მიაღწია და პირველი წინასერიული ავტომობილები უკვე გამოვიდნენ დასატესტად. სერიული X7 -ის პრემიერა 2018 წლის ბოლოს გაიმართება.

გავრცელებული ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ სერიული BMW X7 კონცეპტ X7 iPerformance -სგან დიდად განსხვავებული არ იქნება. ფოტოში კარგად ჩანს 4,4 ლიტრი მოცულობის V8 ბიტურბო ძრავა, რომლითაც X7 აღიჭურვება.

ავტომობილები, რომლებიც ახლა ჩამოდიან კონვეირიდან, სპეციალისტების ზედამხედველობით გაივლიან სხვადასხვა ტესტირებებს, სერტიფიცირებებსა და შემოწმებებს სხვადასხვა ქვეყნებში. ტესტირებები ასევე დაგეგმილია  ექსტრემალურ სიტუაციებშიც.

თეგები: ,


Back to Top ↑