Published on: 23 July 2018
BMW X5 M Avalanche: სუპერქარი კროსოვერის კანში
ახალი BMW X5-ის პრემიერა თითქმის ორი თვეა რაც შედგა. ლოგიკურია, რომ ახლა ჩვენ ველოდებით თუ როდის გვაჩვენებს BMW თავის მძიმე ალტირელიას X5 M-ის სახით. ეს თავისთავად დიდ დროს წაიღებს და სავარაუდოდ შემდეგ წელში მოხდება. მანამდე კი პოლონურმა ტიუნინგ-ატელიემ გადაწყვიტა ყურადღება მიექცია ახლანდელი x5 M-სთვის და ესწავლებინა მისთვის რამოდენიმე ახალი ტრიუკი.
Auto-Dynamic-ის ბიჭებმა გადაწყვიტეს არამარტო აეჩქარებინათ F85-ის ძარა, ასევე დაესაჩუქრებინათ სუპერქარის შესაძლებლობებით. მაშინ როდესაც Lamborghini Urus-ი აღჭურვილია 650 ცხ.ძ.-სა და 850 ნმ. ბრუნვითი მომენტის აგრეგატით, ამ გერმანელი 4,4 ლიტრი მოცულობის V8 ძრავა გამოიმუშავებს 670 ცხ.ძ.-სა და 880 ნმ. ბრუნვით მომენტს.
მთლიანი აღჭურვილობით ეს X5 M 0-100 კმ/სთ აჩქარებას 3,5 წმ-ში აკეთებს, რაც 2,4 ტონის მონსტრისთვის ძალიან კარგი რეზულტატია.