სტატიები

Published on: 12 April 2015

BMW წარმოგვიდგენს ელექტრონულ სათვალეებს

შანხაის ავტოსალონში BMW აჩვენებს ელექტრონული სათვალის კონცეპტ – MINI Augmented Vision-ს, რომელსაც შეეძლება მძღოლის მხედველობის არეში გამოიტანოს სხვადასხვა ინფორმაცია, დაეხმარება მძღოლს პარკირებაში და ა.შ. Google Glass -ის კონკურენტის სერიულ გამოშვებაზე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

20150410_minigoggles2

სათვალეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ავტომობილ Mini -ს და მიიღონ გამოსახულებები ვიდეოკამერებიდან, რომლებიც დამონტაჟებულია უკანა ხედვის გარე სარკეებზე, პარკირების დროს სათვალეებზე პროეცირებული ინფორმაცია ეხმარება მძღოლს სწორ პარკირებაში. ასევე ვიდეო კამერების დახმარებით, მძღოლი მიიღებს “რენდგენისებულ მხედველობას”, დაინახავს იმ ნივთებს, რომლებიც მოფარებულია ავტომობილით.

გაჯეტი ასევე უკავშირდება სმარტფონს და ვირტუალურ მონიტორზე გამოაქვს ხატულა შემოსული შეტყობინებების შესახებ, რომლებზეც პასუხის გაცემა ხმით  მართვის სისტემის საშუალებით არის შესაძლებელი.  სათვალეები მუშაობენ ავტომობილის გარეშეც, მათი დახმარებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ნავიგაციითა და სურათების ამოცნობის ფუნქციით. ყველაფერი ამ სათვალეების ფუნქციების შესახებ კარგად არის ასახული ამ ვიდეო რგოლში:

 

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑