სტატიები

Published on: 02 April 2015

BMW -ს ყველაზე სწრაფი დიზელის უნივერსალი G-Power -ისგან

G-Power -ის გუნდის ნამუშევრების სიაში არაერთი რეკორდული BMW არის. ამ სიას კიდევ ერთი რეკორდსმენი შეემატა –  გერმანულმა ატელიემ გამოიყვანა 5-Series -ი, რომელიც გახდა ყველაზე სწრაფი დიზელის უნივერსალი BMW -ს ისტორიაში.

ავტომობილი აღჭურვილია 3,0 ლ მოცულობის მქონე V6 “ტრი-ტურბო” ძრავით, რომელიც მოიცავს საფირმო ნაკრებ – D-Tronik 5 V1 -ს. G-Power -ში იძახიან, რომ ავტომობილის ცხენის ძალა არის 435 ერთეული და ბრუნვის მომენტი შეადგენს 850 ნმ -ს, რაც შესაბამისად მაჩვენებლების 54 და 110 ერთეულებით გაზრდას გულისხმობს. პრაქტიკაში ეს ციფრები იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი 100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს 4,5 წმ -ში ( 0,2 წმ -ით მეტი ვიდრე M5) და ამასთან მისი მაქსიმალური სიჩქარე არის 300 კმ/სთ.

გარეგნულად ასეთი 5-Series ის ამოცნობა შესაძლებელია რამოდენიმე ეტიკეტისა და Hurricane RR -ის 21 დიუმიანი ბორბლებით.

4e953928fab6c751a085132ec7

a8facb4ebec0327722ddc875d4

f4cf8a87b215ce68ff98fb97de

 

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑