სტატიები

Published on: 21 October 2014

BMW DTM -ზე გამარჯვებას განსაკუთრებული M4 -ით აღნიშნავს

ის, რომ DMT -ს ჩემპიონი გუნდურ და პირად ჩათვლებში BMW  გახდებოდა, ჯერ კიდევ ცნობილი იყო ხოკკეინჰაიმზე კვირას ჩატარებულ რბოლამდე, ამიტომ კომპანიას ჰქონდა დრო მომზადებულიყო, რათა მიელოცა საკუთარი თავისთვის გამარჯვება როგორც საჭიროა. მაშ ასე შეეგებეთ ნათელ, სადღესასწაულო და უიშვიათეს BMW M4 DTM Champion Edition -ს!

თეთრი ფერის კუპის შავი კაპოტი და საბარგული გაწყობილია  მხიარული ფერადი ზოლებით. ვიტტმანის სპორტული დამსახურებების საპატივსაცემოდ საჩეპიონო M4  უხვად არის მოპირკეთებული შეუღებავი ნახშირბადის ბოჭკოთი, როგორც შიგნიდან ასევე გარეთ. სალონი გაწყობილია M დივიზიონის სამი ფერით. ჩემპიონის ავტოგრაფი თავს იმშვენებს ავტომობილის ტორპედოზე. მისი გვარის აბრევიატურა და გერმანიის დროშა სარბოლო ავტომობილის მსგავსად დატანებულია M4 -ის უკანა გვერდით ფანჯარაზე, ხოლო კარებებზე გამოსახულია მისი სარბოლო ნომერი – 23.

ეს მოდელი გამოშვებული იქნება 23 ეგზემპლარად. ასე რომ DTM-2014 -ში BMW -ის გამარჯვებას მხოლოდ რჩეულები აღნიშნავენ. 

Driver.ge გთავაზობთ BMW M4 DTM Champion Edition -ის სურათებს.

3b7af944135e568072f95ca3c9 26bf29f8ae4fad70dcad5dee07 80e7ff1cc1b62b8c7a7ca4240b 89f125481673da28793f95d9ee 343baaa729ce8834c157bdf012 7567f5bfa520b21e0552006999 9281c751df7bd8c86d17989803 29510e018bc780f64749e96ce4 40469a81c52e128a74b7b1c65f 87712b52ec463f652d655d9311 a466bce350c9de625d00ce6c3e c895392899a40ad97cc6a1c755 d2f148090b8a5f839f6754d211 d6cc00a68f675211f96f96f47d ef255eeed42231f0aeaa75d10c f6bf44ee0f3e42b8d4bd0c3961 f7ee3f1e904b4f46b64c3f0877 f81f3b6ff3d3b2dceccbf3e1ab fb440b37db389d7d4167a58e2e

თეგები: , ,


Back to Top ↑