სტატიები
Published on: 02 October 2019
BMW-მ X6-სა და X5-ის სპორტული ვერსიები აჩვენა
კომპანია BMW-მ ახალი თაობის X5-სა და X6-ის “დამუხტული” ვერსიების პრეზენტაცია გააკეთა. მთავარი ცვლილება – 4,4 ლიტრი მოცულობის ტვინ-ტურბო V8 ძრავაა, რომლის სიმძლავრეც 600 ან 625 ცხენის ძალას შეადგენს. აღნიშნული აგრეგატი კროსოვერებმა M5-ის სპორტული სედანისგან მიიღეს. სიმძლავრე შესრულებაზეა დამოკიდებული, უფრო მძლავრ ვერსიას Competition დაარქვეს. 0-100 კმ/სთ-ს ასეთი ავტომობილი 3,8 წამში აკეთებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ით არის შეზღუდული, მაგრამ თანხის დამატების შემთხვევაში ამ მაჩვენებლის 290 კმ/სთ-მდე არის შესაძლებელი.
გადაცემათა გადართვაზე რვა საფეხურიანი სპორტული M Steptronic-ის ავტომატური კოლოფი აგებს პასუხს.