სტატიები
Published on: 01 December 2014
BMW -მ წარმოადგინა ჰიბრიდული 3-Series -ი
Power eDrive -ს რელიზის შემდეგ BMW წარმოგვიდგენს ჰიბრიდულ 3-series -ს. ჯერ-ჯერობით მოდელი პროტოტიპის სტადიაში იმყოფება, თუმცა სერიული წარმოება შესაძლოა უკვე შემდეგ წელს დაიწყოს.
ავტომობილი აღჭურვილი იქნება 2,0 ლიტრი მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავით, 8-საფეხურიანი Steptronic -ითა და ელექტროძრავით. საბარგულის იატაკქვეშ მოთავსებული იქნება ლითიუმიონური ბატარეა. პლაგინ-სისტემა განავითარებს 245 ცხენის ძალას და იმუშავებს სამ სხვადასხვა რეჟიმში. მას 35 “ელექტრონული” კმ -ის გავლის საშუალება ექნება (არაუმეტეს 120 კმ/სთ სიჩქარეზე). მაშ ასე ჩვენს წინაშეა პლაგინ-ჰიბრიდული “ტროიკა”.