Published on: 17 June 2018
BMW-მ ოფიციალურად წარმოადგინა მე-8 სერიის კუპე
ბავარიულმა კომპანიამ გადაწყვიტა 21-ე საუკუნეში გააცოცხლოს 8 Series-ი ახალი კუპეს ტიპის მოდელით, რომელიც მარკის ჩანაფიქრით Porsche 911-სა და Mercedes-Benz S-Class შორის უნდა მოექცეს.
ფლაგმანური კუპის დიზაინი შესრულებულია 2017 წელს იტალიაში წარმოდგენილი კონცეპტის მიხედვით. თუმცა სერიული 8 Series Coupe-ს დიზაინი კონცეპტთან შედარებით მაინც განსხვავდება. ავტომობილი წარმოდგენილი იქნება როგორც ბენზინის ასევე დიზელის ძრავებით. ბენზინის ძრავას წარმოადგენს 4,4 ლიტრი მოცულობის V8 აგრეგატი, რომელიც გამოიმუშავებს 530 ცხ.ძ.-ს. ეს საშუალებას აძლევს ავტომობილს 0-100 კმ/სთ აჩქარება 3,7 წმ-ში გააკეთოს. მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია 250 კმ/სთ -ით. საწვავის მოხმარება 10-10,5 ლიტრი.
დიზელის ძრავების მოყვარულებისთვის შეთავაზებულია 3,0 ლიტრი მოცულობის 320 ცხ.ძ.-ის მქონე აგრეგატი. ამ შემთხვევაში 0-100 კმ/სთ აჩქარებას ავტომობილი 4,9 წმ-ში აკეთებს. დიზელის ვარიანტში საწვავის მოხმარება გაცილებით ცოტაა და 5,9-6,2 ლიტრს შეადგენს 100 კმ-ზე.
პირველი ავტომობილი დილერებთან ამ წლის ნოემბრის თვეში გამოჩნდება, მაგრამ შეკვეთების მიღება უკვე ამ თვეში დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილის ფასი 76 270 ფუნტი იქნება.