სტატიები

Published on: 07 December 2017

BMW -მ მომავალი i-მოდელების დეტალები გაამხილა

BMW -მ 2025 წლამდე მოსალოდნელი ელექტროფიცირებული  მოდელების დეტალები გაამხილა. გერმანელები 25 ახალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავენ, რომელთაგან 12 სრულიად ელექტროფიცირებული იქნება. BMW -ს ხაზი ახალი ჰიბრიდებითაც შეივსება.

ახლა BMW -ს i ოჯახი წარმოდგენილია სრულიად ელექტრონული ჰეჩბეკ i3-ითა და ჰიბრიდულ სპორტკუპე i8 -ით. შემდეგი წლიდან გაყიდვაში გამოვა ლოს-ანჯელესის დებიუტანტი – განახლებული i8, რომელიც ახლა უკვე ღია სახურავის მქონე ვერსიის სახითაც წარმოგვიდგება.

2019 წელს ბაზარზე გამოვა სრულიად ელექტრონული Mini, რომელსაც მოყვება კროსოვერ X3 -ის i ვერსია, ხოლო ელექტროქარი iNEXT -ი რომელიც აღიჭურვება ავტომატური მართვის სისტემით გაყიდვაში 2021 წელს გამოჩნდება.

სავარაუდოდ ელექტრული ავტომობილები აღიჭურვებიან ისეთი ბატარეებით, რომლებიც საშუალებას მისცემენ ავტომობილს ერთ დამუხტვაზე დაფარონ 450-500 კმ. ხოლო “ლუქს” კლასის შემთხვევაში ამ მაჩვენებელმა შესაძლოა 700 კმ -ზეც აიწიოს.

წინა ამძრავიან ვერსიებში ხელმისაწვდომი იქნება ძრავები, რომელთა სიმძლავრეც 134 ცხ.ძ. -დან დაიწყება, ხოლო უკანა ამძრავიან ვერსიებში – 268 ცხ.ძ. -დან. აღინიშნება, რომ ასეთი ძრავის მქონე ვერსიებში 0-100 კმ/სთ აჩქარების განვიტარება 3 წამზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი.

საერთო ჯამში BMW -ში ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის კონცერნის გაყიდვებიდან 15-25%  ელექტრონულ ავტომობილებზე მოვა. ამ წელს ბავარიელებმა მიზნად დაისახეს 100 000 ელექტრონული ავტომობილის გაყიდვა. მომავალი წლისთვის BMW -ს ხელმძღვანელობა ამ მაჩენებლის 150 00 ერთეულამდე გაზრდას გეგმავს.

 

 

თეგები: ,


Back to Top ↑