Published on: 17 August 2015
BMW -მ M4 -ს დახვეწილი GTS ვერსია დაუმატა
BMW -მ წარმოადგინა ორკარა M4 -ის დახვეწილი GTS ვერსია. ჯერ-ჯერობით კომპანიაში მას კონცეპტს უწოდებენ, მაგრამ გვპირდებიან მის სერიულ წარმოებაში გაშვებას.
ახალი M4 -ი ცოტათი განახლდა გარეგნულად, აღიჭურვა რეგულირებადი ფრთით, პლასტიკის კარბონით გამყარებული კაპოტითა და 19/20 დიუმიანი დისკებით. კოსმეტიკურ ნაწილში ერთი რამ ნამდვილად იპყრობს ყურადრებას, საუბარია უკანა OLED განატებაზე – შუქდიოდური ოპტიკა, რომელიც დიზაინს უფრო მეტ კომფორტს სძენს.
ახალ მოდელში კიდევ არის ერთი სიურპრიზი, ეს არის ძრავაში წყლის შეშხაპუნების სისტემა, რომელიც კომპანიამ რამოდენიმე თვის წინ წარმოადგინა და დაგვპირდა,რომ მას სერიულ ავტომობილებში გამოიყენებდა. სისტემა აშხაპუნებს წყალს კოლექტორში, რითაც ამცირებს ჰაერის ტემპერატურას და ზრდის საწვავის წვის ეფექტურობას.