Published on: 16 December 2014
BMW -მ გამოიყვანა განახლებული 6-Series
BMW -მ განაახლა 6 series -ის მთელი ოჯახი. M6 კუპეს, კაბრიკისა და ოთხკარას ჩათვლით. რომლებმაც მიიღეს როგორც შიდა ასევე გარეგნული განახლებები, აგრეთვე დამატებითი პარამეტრები და ბაზარზე გამოვლენ 2015 წლის დასაწყისში. ავტომობილების ცოცხალი პრეზენტაცია იქნება დეტროიტის ავტოსალონში.
ექსტერიერის ნაწილში 6 series -ში შეიცვალა რადიატორის ჩარჩო, ბამპერი და გამოსაბოლქვი სისტემა. ასევე გაიზარდა ფერთა გამა და დისკების ვარიანტები, რაც შეეხება ინტერიერს – აქ განახლება შემოისაზღვრა მოპირკეთების მატერიალებით. აგრეთვე დაემატა შორი განათების ავტომატური სისტემის LED – ოპტიკა. ამასთან ერთად შუქდიოდური ფარები უკვე ბაზურ კომპლექტაციაში შედიან. 6 series -ის ძრავების ფერთა გამა უცვლელი დარჩება.