Published on: 15 August 2018
BMW-მ ახალი X7-ის ვიდეო წარმოადგინა
სამრიგიანი ყველგანმავალი BMW X7 აწყობილია პლატფორმა CLAR-ზე, რომელიც უკვე გამოიყენება კომპანიის დიდ მოდელებში (5-ე,6-ე,7-ე სერიებში). ახალი ავტომობილის საგაბარიტო ზომები შეადგენს 5020 მმ-ს სიგრძეში, 2020 მმ-ს სიგანეში, ხოლო ბორბლებს შორისი ბაზა შეადგენს 3010 მმ-ს.
სავარაუდოდ სერიული ვერსიის დემონსტრირება ნოემბრის თვეში შედგება. პირველ რიგში მოდელი ორიენტირებული იქნება შტატებისა და ჩინეთის ბაზრისთვის.
ახალი ფლაგმანის ძალური აგრეგატების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ცოტაა. მოსალოდნელია, რომ X7-ის სერიული ვარიანტი აღიჭურვება V8 და V12 ძრავებით. ამასთან მოდელი მიიღებს ჰიბრიდულ ვერსიასაც. მისი წარმოების დაწყება 2018 წლის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.