სტატიები

Published on: 17 September 2018

BMW-მ ახალი კროსოვერის პროტოტიპი წარმოადგია

კომპანია BMW-მ ახალი ელექტრონული კროსოვერის iNext-ი ოფიციალურად წარმოადგინა. პრეზენტაცია სატვირთო თვითმფრინავ Boeing-ზე გაიმართა. ავტომობილი სრულიად ელექტრონული იქნება და აღიჭურვება ყველაზე თანამედროვე სისტემებით. მოდელის სერიული ვერსიის გამოჩენა 2021 წლის მერე არის მოსალოდნელი.

კონცეპტის ტექნიკური მახასიათებლები უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ტარების ორი რეჟიმი იქნება ხელმისაწვდომი «Boost» და «Ease». პირველ შემთხვევაში საჭე და დისპლეი მძღოლის მხარეს არის მიმართული. მეორე რეჟიმის აქტივაციისას საჭე უკან იწევს და დისპლეი «Exploration» რეჟიმში გადადის, რომელიც მძღოლსა და  მგზავრებს უახლოესი ადილებისა და ღონისძიებების შესახებ აცნობს ინფორმაციას. ამასთან ერთად კროსოვერი აღჭურვილია ინტელექტუალური დამხმარე სისტემით  (Intelligent Personal Assistant), რომელიც აქტიურდება «Hey BMW» ბრძანებაზე.

ავტომობილი მიიღებს 24 დიუმიან ბორბლებს, სარკის ნაცვლად ვიდეო კამერებსა და პანორამულ სახურავს. შეგახსენებთ, რომ 2025 წლისთვის BMW გეგმავს 25 ახალი ავტომობილის გამოშვებას, რომელთაგან 12 სრულიად ელექტრონული იქნება. საერთო ჯამში კომპანია ვარაუდობს, რომ 2025 წლისთვის კონცერნის გლობალური გაყიდვებიდან 15-25% ელექტრონულ ავტომობილებზე მოვა.

 

 

თეგები: , ,


Back to Top ↑