სტატიები

Published on: 13 February 2015

BMW -მ 2-Series Active Tourer -ს სავარძლების მესამე რიგი დაუმატა

BMW 2-Series Active Tourer -ის ოჯახი ოფიციალურად შეივსო შვიდადგილიანი ვერსიით. ახლი მოდელი საგრძნობლად განსხვავდება ძველი მოდელისგან მომატებული ზომებით და ასევე შეიცვალა სახელი Gran Tourer -ით. გაყიდვები დაიწყება ზაფხულში.

უნდა ითქვას, რომ სტანდარტულად ახალი მოდელი ძველებურად ხუთ ადგილიანია, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მესამე რიგის დამატება. Gran Tourer -ი გაიზარდა სიგრძეში 214 მმ -ით (4556 მმ მთლიანი სიგრძე) და სიმაღლეში 53 მმ-ით (1608 მმ).

რათქმაუნდა, გაბარიტებში გაზრდამ გარეგნობაზეც იმოქმედა, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ გაზრდილი საბარგულია. სტანდარტულად ის იტევს 645 ლიტრს, ხოლო უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში მოცულობა იზრდება 1905 ლიტრამდე.

ყველაფერი ამის მოძრაობაში მოყვანა შეუძლია თქვენი არჩევით –  ორ ბენზინისა ან სამ დიზელის ძრავას. პირველი წარმოდგენილია 1,5 ლიტრი მოცულობის მქონე სამცილინდრიანი ძრავის სახით, რომელიც ანვითარებს 136 ცხენის ძალას. ასევე  4 ცილინდრიანი ბენზინის ძრავით, რომელიც ანვითარებს 192 ცხენის ძალას. დიზელის ვარიანტში ხელმისაწვდომია 116-(270 ნმ), 150-(330 ნმ) და 190 (400 ნმ) ცხენის ძალის მქონე აგრეგატები, რომელთა მოცულობაც 1,5-2,0 ლიტრია.

ავტომობილის ნახვა შესაძლებელი იქნება მარტში, ჟენევის ავტოშოუზე.

1d324d2fd0edceb4d882ae2656

6ba8c65c1c5df281d39c86e1e8

7ea6197578ecdeeca974f7242d

31de581c6555138427022c5e58

38b3491dc887a3562cc9f11f1a

30192d375eb35856a6c167188c

85781e215c30eea5e9d29b1381

293180b68d55707e3d4a43d0b1

0459997f5220137d2e7c7de3d1

a641aa05d3392646e39b4a0ddf

baaa20838797bad6890b731362

 

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑