Published on: 08 December 2014
BMW Individual -ში ახალი X5 და X6 M-ების სტილზე იმუშავეს
BMW აგრძელებს პერსონალიზაციის საფირმო პროგრამის ფართო დემონსტრირებას – ამჯერად ქვედანაყოფმა BMW Individual -მა x5 -ისა და x6 -ის M ვერსიებზე იმუშავა, რომელთა პრემიერაც დაახლოებით ორი თვის წინ შედგა.
X5 M -ის შემთხვევაში ყურადღებას იმსახურებს Xirallic-ის პიგმენტებით გაწყობილი ძვირადღირებული “მეტალური” Pyrite Brown, რომელიც ავტომობილს სპეციფიურ შეფერილობას აძლევს. ასევე ექსტერიერში აღსანიშნავია შავი აქცენტების ნაკრებს.
X6 -ს ასევე შეუძლია დაიკვეხოს თავისი განსაკუთრებული საღებავით – ეს არის ლურჯი-მოშავო Azurite Black -ი.
რაც შეეხება სალონების განსაკუთრებულობას – BMW Individual -ში მოდელებისთვის გვთავაზობენ ალკანტარით გაწყობილ ჭერს, ტყავს ტორპედოზე, შავ პრიალა ჩასადებებსა და ყველა შესაძლო მოპირკეთებას.