სტატიები

Published on: 24 October 2015

BMW i-სერიას ახალი ელექტრონული ავტომობილით შეავსებს

ჟურნალ Die Zeit -თან ინტერვიუში BMW -ს ხელმძღვანელმა ჰარალდ კრიუგერმა არ დაასახელა მესამე i-ავტომობილის გამოსვლის თარიღი, თუმცა აღნიშნა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ახალი მოდელი ამჟამინდელ i3 -ზე გაცილებით დიდი იქნება და მიღებს სრულიან ელექტრონულ ძალურ აგრეგატს.

 

რაც შეეხება თვითონ i3 -ს, 3-4 წელიწადში ავტომობილის ძრავის სისტემას ძირეული რევიზია ელოდება, რის შედეგადაც გაიზრდება ავტომობილის გადაადგილების მანძილი ერთ სრულ დამუხტვაზე, ამასთან  ბატარეების წონა შენარჩუნებული იქნება ამჟამინდელ დონეზე.

ამ წელს გერმანული კომპანიის ჰიბრიდული და ელექტრონული ავტომობილების გაყიდვა ორმაგად გაიზარდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ის ანვითარებს არა მარტო i – ხაზს, არამედ სტანდარტული ვერსიების ჰიბრიდულ მოდიფიკაციებსაც კი უშვებს. შეგახსენებთ, რომ შემოდგომის დასაწყისში წარმოდგენილი იქნა ჰიბრიდული BMW 330e და 225xe, რომელთაც მხოლოდ ელექტროენერგიით ერთ დამუხტვაზე შეუძლიათ 100 კმ -ზე მეტის დაფარვა.

 

თეგები: , , , , , , ,


Back to Top ↑