Published on: 09 March 2017
BMW Group -მა საუკუნის რეკორდი მოხსნა
BMW Group – ის ოფიციალური მონაცემებით 2016 წელს, ბრენდების: BMW -ს, MINI -სა და Rolls-Royce -ის ავტომობილების 2 368 000 ეგზემპლარი გაიყიდა. ამით მან გაყიდვების საკუთარი რეკორდი მოხსნა. 2015 წელთან შედარებით გაყიდვებმა 5,3% -ით მოიმატა. BMW -ს პრეს სამსახურში განსაკუთრებით აღნიშნეს მოთხოვნა ელექტრონულ ავტომობილებზე – გასულ წელს გერმანელებმა 62 000 ელექტრონული ავტომობილი გაყიდეს, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ მეტია. მიმდინარე წელს BMW 100 000 ასეთი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს.
2016 წლის მონაცემებით BMW Group -ის შემოსავალმა 94,2 მლრდ ევრო შეადგინა. ეს 2,2% -ით მეტია 2015 წლის შედეგზე. კონცერნის სუფთა მოგებამ კი 6,9 მლრდ ევრო შეადგინა – მატება 8% -ით.. გაიზარდა დივიდენდები BMW Group -ის აქციებზე – ერთ აქციაში ჩვეულებრივი აქციონერი ღებულობს 3.5 ევროს, პრივილეგირებული კი – 3,52 ევროს.
აღსანიშნავია, რომ რეკორდული მაჩვენებელს BMW Group -მა თანამშრომლობის რაოდენიბის მნიშვნელოვანი მატების გარეშე მიაღწია. ახლა გერმანულ კონცერნში 124 700 ადამიანი მუშაობს. აქვე დავამატებთ, რომ BMW დიდ ყურადღებას აქცევს ახალი კადრების სწავლებას.