სტატიები

Published on: 22 July 2019

BMW-ეს ახალი მოდელები უცნაური ფორმის საჭით აღიჭურვება

ბავარიული ბრენდის პირველი მოდელი, რომელიც ახალი ფორმის საჭეს მოიზომავს, კროსოვერი iNext-ი იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ სახელით BMW რამოდენიმე წელში ავტომატური მართვის ფუნქიის მქონე ელექტრონულ ავტომობილს წარმოგვიდგენს. გასულ წელს ბავარიელებმა Vision iNext კროსოვერის პროტოტიპი წარმოადგინეს. მოსალოდნელია, რომ ავტომობილის სერიული ვერსია კონვეირიდან 2021 წელს ჩამოვიდეს.

პირველი ტიზერებით თუ ვიმსჯელებთ, iNext-ს შეუძლია გაიკვეხნოს მრავალწახნაგოვანი საჭით. BMW-ში ასეთ ფორმას ხსნიან არა მარტო რამე ახალის გამოშვებით, ასევე უსაფრთხოების გამოც.

 

ჩვეულებრივ საჭესთან შედარებით, მრავალწახნაგოვანი საჭე საშუალებას იძლევა ბორბლების მდგომარეობისა და მოხვევის კუთხის უფრო სწრაფი კონტროლის. საუბარი მიდის სიტუაციაზე, როდესაც ჩართულია ავტოპილოტის რეჟიმი და საჭიროა ადამიანის სწრაფი ჩარევა.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑