სტატიები

Published on: 25 March 2019

BMW-ემ ერთდროულად სამი ახალი მოდელის ფოტო გამოაქვეყნა

ბავარიული კომპანია ელექტრონული ავტომობილების შემდეგი თაობის გამოსაშვებად ემზადება. შვედეთის აეროპორტში ახლა კროსოვერი BMW iX3 იტესტება, რომლის გაყიდვების დაწყებაც 2020 წლისთვის არის დაგეგმილი, ხოლო 2021 წელს ბაზარზე მოდელები – BMW i4 და BMW iNEXT-ი გამოვლენ. როგორც მარკის პრეს-სასმახური აღნიშნავს ტესტირების აღნიშნული ადგილმდებარეობა ქმნის იდეალურ პირობებს, რათა დაიტესტოს ავტომობილი.

აღინიშნება, რომ iX3 მიიღებს მძლავრ ელექტრონულ ძრავასა და თანამედროვე ბატარეებს, რომლის საშუალებითაც ავტომობილი ერთ დამუხტვაზე 400 კილომეტრს გაივლის. მოდელს მხოლოდ ჩინური ქარხანა BMW Brilliance Automotive გამოუშვებს.

BMW i4 – ეს არის საშუალო კლასის ოთხკარა კუპე, რომელიც ერთ დამუხტვაზე 600 კილომეტრის გავლას შეძლებს. 0-100 კმ/სთ აჩქარებას ის სულ რაღაც 4 წამში გააკეთებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ იქნება.

BMW iNext-ი თავის მოსახელე კონცეპტისგან, რომელიც შარშან იქნა წარმოდგენილი, მნიშვნელოვნად იქნება განსხვავებული. ამასთან გვპირდებიან, რომ ავტომობილი მიიღებს მესამე დონის ავტოპილოტს, ასევე მრავალ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს.

თეგები: , , ,


Back to Top ↑