სტატიები

Published on: 10 April 2017

კიდევ ერთი ქართული პროექტი – BMW E21

დრაივერის ყურადღება კიდე ერთმა პროექტმა მიიპყრო. ეს არის BMW E21. დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენ პროექტის ავტორსა და ავტომობილის მფლობელს, ირაკლი შონიას გავესაუბრეთ.

D: მოგვიყევით თქვენი და ავტომობილის შესახებ?

აუტო იმპორტით ვარ დაკავებული, კლიენტებისთვის ავტომობილები ჩამომყავს ამერიკიდან. ასევე ვარ Western Drivers Club სამეგრელო -ს პრეზიდენტი. ვარ კლასიკური ავტომობილების მოყვარული.

რაც შეხება ავტომობილს ეს არის 1983 წლის გამოშვების BMW 315 E21, რომელიც აღჭურვილია 1,6 ლიტრი მოცულობის ძრავით, გახლავთ ბოლო მოდელი. 3-ე სერიის პირველი მოდელი 1975 წელს გამოვიდა. ავტომობილი მოძრაობაში მოჰყავს 4 სიჩქარიან გადაცემათა კოლოფს.

D: მოგვიყევით პროექტის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ და რატომ ეს მოდელი?

ასეთი ავტომობილი ცხონებულ მამაჩემს ჰყავდა, 1993 წელს ბოლო მანქანა იყო მისთვის. ეს ავტომობილი მსგავს ფერებში 3 წლის წინ აღმოვაჩინე, მამაჩემის სახელით ვიყიდე და ავაწყვე.

 

ავტომობილი თბილისში შევიძინე, 4 თუ 5 წლის ნაყენები იყო ავტოფარეხში, გაუმართავი, ზეთი გასდიოდა, ძრავს შევუცვალე ჩობალები (სალნიკი), აკუმულატორი,  აალების სანთლები, იმდღესვე დავქოქე და თავისივე სვლით ჩამოვიყვანე ზუგდიდში. დანარჩენი: სამუხრუჭე სისტემა, ელექტროობა, გადაბმულობა, ყველაფერი მწყობრში მოვიყვანე. წინა პატრონს ავტომობილის წინა პანელი შეცვლილი ჰქონდა, 4 ფარიანი ეყენა, მაშინ როდესაც 4 ცილინდრიანი ძრავის მქონე მოდელს 2 უყენია, დავუბრუნე ქარხნული ფარები. ძრავაც ქარხნულია, რომელიც გამოიმუშავებს 85 ცხ.ძ. -ს. ავტომობილი საქართველოში გერმანიიდან 1997 წელს არის ჩამოყვანილი.

 

პირველი ეტაპისთვის მანქანა სრულიად დავშალე, გადავიყვანე შესაღებად. შევაკერინე სალონი. სავალი ნაწილები გერმანიაში შევუკვეთე. სირთულეები არ ყოფილა, პროექტზე მუშაობამ ორ თქვეს გასტანა. მას აბსოლიტურად ყველაფერი ორიგინალი აქვს.

 

D: სამომავლო პროექტები თუ გაქვთ?

კი, მაქვს მიმდინარე პროექტი, ვაწყობ E28 -ს, თვის ბოლოსთვის ავტომბილი თავიდან ბოლომდე შეიღებება. ნელ-ნელა ნაწილებს ვყიდულობ და სავარაუდოდ პროექტზე მუშაობა  ივლისის თვისთვის უნდა დასრულდეს.

ასეთი უნდა იყოს.

თეგები: , ,


Back to Top ↑