Published on: 21 September 2015
BMW და McLaren -ი ახალ სუპერქარზე მუშაობენ
2019-2020 წლებში გაყიდვაში უნდა გამოჩნდნენ Aston Martin -ისა და Mercedes -ის ჰიბრიდული სუპერქარები. ამიტომ BMW -მ გადაწყვიტა კონკურენტებს არ ჩამორჩეს და დახმარებისთვის ძველ პარტნიორს – McLaren -ს მიმართა, რომელთანაც ის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90 -იან წლებში თანამშრომლობდა.
კომპანიები ერთმანეთთან თანამშრომლობისას ტექნოლოგიების გაცვლასთან ერთად საგრძნობლად დაზოგავენ თანხებს ავტომობილის შემუშავებაზე. ინგლისელები გერმანელებს საშუალებას მისცემენ გამოიყენონ მათი ოთხი ლიტრი მოცულობის რვა ცილინდრიანი ტვინ-ტურბო ძრავა, რომლის სიმძლავრეც 750 ცხ.ძ. -ას შეადგენს და რომლითაც McLaren -ის მომავალი მოდელები აღიჭურვება.
ყველაფერთან ერთად BMW და McLaren -ი ერთობლივად იმუშავებენ ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე. უკვე ზუსტად არის ცნობილი, რომ BMW -ს სუპერქარი მიიღებს ორ ელექტროძრავას, ხოლო პერსპექტივაში ამ აგრეგატებს ინგლისელები თავიანთ ავტომობილებშიც გამოიყენებენ.
მოსალოდნელია, რომ BMW -ს ფლაგმანური სუპერქარის პრემიერა გაიმართება 2017 წელს ფრანკფურტის ავტოსალონზე, ხოლო გაყიდვაში ავტომობილი 2018 წლის შუა თვეებში გამოვა. დაახლოებით ამ დროს გამოვა McLaren 650S -იც. ორივე სპორტქარი კუპეს კუზაოებით გამოვა და დასავლეთ ევროპაში დაახლოებით 205 500 ევრო ეღირება.