სტატიები

Published on: 21 December 2018

BMW და Daimler-ი ფართომაშტაბური თანამშრომლობისთვის ემზადებიან

ავტომატური მართვისა და ელექტრონული ავტომობილების ერის დადგომამ ავტოინდუსტრიაში გაერთიანებების ტალღა გამოიწვია. ერთობლივი ავტომობილის გამოშვებას ყველაზე დიდი კონკურენტები – ВMW და Daimler-იც კი გეგმავენ. მათ შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ სივრცელში გავრცელდა, საქმე ეხება მომავლის ავტომობილების ტექნოლოგიებს. კომპანიები სავარაუდოდ გაცვლიან აქციებსაც, მათ ავტომობილებს გაუჩნდებათ საერთო კომპონენტები და პლატფორმებიც კი. დღეს-დღეისობით BMW და Daimler-ი Audi-თან ერთად მუშაობენ რეალურ დროში განახლებად მაღალი სიზუსტის მქონე სამგანზომილებიან რუკაზე, რომელიც განკუთვნილი იქნება უპილოტო ავტომობილებისთვის.

ორი გერმანული ავტოგიგანტის ერთობლივ ნამუშევარს, დააახლოებით ხუთი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ, რადგან ახალი მოდელების შემუშავების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, მითუმეტეს ისეთის როგორიც კომპანიებს ჯერ არ ჰყოლიათ. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ Mazda-სა და Toyota-ს პარტნიორობა.

 

 

 

თეგები: , ,


Back to Top ↑