სტატიები

Published on: 04 February 2017

BMW აშშ -ში 200 ათასზე მეტ ავტომობილს უკან იხმობს

გერმანული კონცერნი BMW AG აშშ -ში  უკან 230 117 ავტომობილს იხმობს. როგორც აღმოჩნდა ზოგიერთ მათგანში შესაძლოა Takata -ს წარმოების დეფექტური უსაფრთხოების ბალიშები იყოს დამონტაჟებული.

BMW -ს ავტომობილებში გამოიყენებული უსაფრთხოების ბალიშები წარმოებულია კომპანია Petri AG -ის მიერ, რომელიც 2000 წელს იაპონურმა კომპანია Takata -მ შეისყიდა. მთელი მსოფლიოს მაშტაბით კომპანის დეფექტური აირბაგების გამო მილიონობით ავტომობილი იქნა უკან მოხმობილი.

BMW 5 Series 2003

დეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს აირბაგის სისტემამ შესაძლოა მგზავრი მეტალის ნამსხვრევებით დაასახიჩროს. ამ დეფექტის გამო მსოფლიოს მაშტაბით 17 ადამიანი გარდაიცვალა – იტყობინება BMW -ს პრეს მდივანი რებეკა კიენე.

დეფექტი ეხება შემდეგ მოდელებს: 2001-2002 წლის BMW X5 -ს, 2000-2002 წლის 3 Series -სა და 2001-2003 წლის 5 Series -ს.

BMW X5 2001

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑