Published on: 19 April 2017
BMW AG -ს თანამშრომლები გაიფიცნენ
დიდ ბრიტანეთში BMW AG -ს თანამშრომლები გაიფიცნენ, მსგავსი ფაქტი 20 წელზე მეტია არ მომხდარა. საქმე ეხება კონცერნში მომუშავეთა საპენსიო ფონდში განხორციელებულ ცვლილებებს. როგორც Unite -ს პროფკავშირი იტყობინება, ეს აქცია რვა სერიდან პირველია, შემდეგი 23 აპრილს გაიმართება.
მოცემულ მომენტში კონცერნის სამ ქარხანაში წარმოება არის შეწყვეტილი, სადაც ხდებოდა Mini -ს ავტომობილებისა და ავტონაწილების გამოშვება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუდვუდში არსებულ ქარხანაში, სადაც მიმდინარეობს Rolls-Royce -ს ავტომობილების წარმოება, მუშები გაფიცვაში არ მონაწილეობენ. თუმცა საპროტესტო აქციაში მონაწილეობას ისინი მაისის თვის დასაწყისში მიიღებენ.
BMW -ს ხელმძღვანელობამ პროფკავშირის წარმომადგენლებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა. ერთ-ერთ გაფიცულ ქარხანაში, რომელიც კოულში მდებარეობს, დღეში ათაზე მეტი Mini -ს ავტომობილი იწყობა, შესაბამისად მომხდარი კონცერნს გეგმიდან ჩამორჩენაში შეუწყობს ხელს.
მომუშავეთა უკმაყოფილება კონკრეტულად გამოწვეულია იმით, რომ BMW -მ საპენსიო სქემაში ცვლილებები შეიტანა, რამაც ზოგიერთი თანამშრომლის საპენსიო ფონდი შესაძლოა დაახლოებით 160 000 ფუნტით შეამციროს. გაფიცვაში მონაწილეთა საერთო რაოდენობა 3500 ადამიანს მიაღწევს.