სტატიები

Published on: 30 April 2015

BMW 3-series -ის ძრავების გამას განაახლებს

გავრცელებული ცნობებით ბავარიელები 335i მოდელის, შედარებით ძლიერი მოდელით ჩანაცვლებას აპირებენ, რომელიც მიიღებს 340i ინდექსს და ჩაანაცვლებს ამჟამინდელ 3 ლიტრი მოცულობის V6 ტურბოძრავა N55 -ს (306 ცხ.ძ.) 326 ცხენის ძალის მქონე B58 ძრავით. აგრეთვე ცნობილია, რომ ახალი მოდელის კუზაო შეიღებება ლურჯ ფერად – Mediterranean Blue Metalic, რომლითაც შეღებილია 2-Series Active Tourer -ი.

335i მოდელთან ერთად ჩანაცვლდება 328i მოდელიც, რომელიც აღჭურვილია  2,0 ლ მოცულობუს 4 ცილინდრიანი ტურბო ძრავა N20 -ით (245 ცხ.ძ.). მას ჩაანაცვლებს 330i ვერსია ახალი 2,0 ლ მოცულობის B48 სერიის ტურბო ძრავით. ახალ ძრავებთან ერთად “ტროიკა” მიიღებს გარეგნულ ცვლილებებსაც.

7 მაის გაიმართება 3-Series -ის რესტაილინგებული მოდელების პრემიერა. ბაზური ვერსიები მიიღებენ ახალ 1,5 ლ. მოცულობის ბენზინის TwinPower Turbo ძრავებს. ამასთან ერთად რესტაილინგებული მოდელი მიიღებს ჰიბრიდულ ვერსიასაც.

თეგები: , , , , , , , , , ,


Back to Top ↑