სტატიები

Published on: 04 May 2015

ავტომობილი-ბანკომატი პოლონეთში

პოლონეთში  პირველმა მობილურმა ბანკმა დაიწყო ფუნქციონირება. საუბარია ბანკომატებზე, რომლებიც ინტეგრირებულია ავტომობილებში – ეს პროექტი განახორციელა ადგილობრივმა IdeaBank -მა.

მობილური ბანკი აწყობილია საკმაოდ პროსგრესული ავტომობილის – ელექტრონულ BMW i3 -ის ბაზაზე. ბანკირების თქმით IdeaBank -ის ნებისმიერ კლიენტს შეუძლია სმარტფონის დახმარებით გამოიძახოს მობილური ბანკომატი სასურველ ადგილას და ისარგებლოს მისი მომსახურებით.

იდეის ავტორები თვლიან, რომ ამ ტიპის მომსახურებაზე მოთხოვნა პირველ რიგში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებში იქნება, რადგან მსგავსი მობილური ბანკომატი შესაძლოა ტრადიციული ინკასატორის კარგი შემცვლელი აღმოჩნდეს. ამის გარდა, პოლონეთში პატარა კომპანიის მფლობელებს  თითქმის ყოველ  დღე უწევთ ბანკში მისვლა და ანგარიშზე ფულის შეტანა ან გამოტანა. BMW i3 საშუალებას მისცემს მათ დაზოგონ დრო.

e8e51156af36f98af3900fae3ec77120

 

პირველ ეტაპზე IdeaBank -ს მსგავსი ტიპის ოთხი ავტომობილი ექნება, რომლებიც იმუშავებენ ვარშავაში. იმ შემთხვევაში თუ ექსპერიმენტი გამართლდა მსგავსი ავტომობილების რიცხვი 40 -ამდე გაიზრდება. მსგავსი ავტომობილი-ბანკომატის ღირებულება წარმოადგენს 2,1 მილიონ ევროს.

თეგები: , , , ,


Back to Top ↑