სტატიები

Published on: 03 December 2014

Audi TT კროსოვერად იქცევა

c02259646e8674a456a1e9af7e

Audi TT -ს ოჯახს უახლოეს მომავალში კიდევ ერთი წევრი შეემატება. ეს იქნება კომპაქტური კროსოვერი. როგორც კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა უილრიხ ხაკენბერგმა  განაცხადა ლოს-ანჯელესის კულუარებში, ახალი მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება TT Offroad კონცეპზე, სერიულ გაყიდვებში შესაძლოა შემდეგი წლიდან გამოჩნდეს.

ხაკენბერგის განმარტებით, სპეციალურმა ჯგუფმა ჩაატარა გამოკითხვები რის შედეგადაც პოტენციურ კლიენტებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც გამოხატეს მიდრეკილება ჯიპის ტიპის ავტომობილის მიმართ. საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით “დიდ ბოსებს” ჯერ-ჯერობით არ მიუღიათ, მაგრამ შანსები საკმაოდ დიდია.

თეგები: , , ,


Back to Top ↑