სტატიები
Published on: 03 December 2014
Audi TT კროსოვერად იქცევა
Audi TT -ს ოჯახს უახლოეს მომავალში კიდევ ერთი წევრი შეემატება. ეს იქნება კომპაქტური კროსოვერი. როგორც კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა უილრიხ ხაკენბერგმა განაცხადა ლოს-ანჯელესის კულუარებში, ახალი მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება TT Offroad კონცეპზე, სერიულ გაყიდვებში შესაძლოა შემდეგი წლიდან გამოჩნდეს.
ხაკენბერგის განმარტებით, სპეციალურმა ჯგუფმა ჩაატარა გამოკითხვები რის შედეგადაც პოტენციურ კლიენტებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც გამოხატეს მიდრეკილება ჯიპის ტიპის ავტომობილის მიმართ. საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით “დიდ ბოსებს” ჯერ-ჯერობით არ მიუღიათ, მაგრამ შანსები საკმაოდ დიდია.