სტატიები

Published on: 01 September 2018

Audi RS4 Avant-მა უფრო მეტი სიმძლავრე მიიღო

ატელიე  Wheelsandmore -ს ტიუნერებმა RS4 Avant-ის 2,9 ლიტრი მოცულობის V6 ძრავაზე იმუშავეს, რომლის ქარხნული ვერსიაც გამოიმუშავებს 450 ცხ.ძ.-სა  და 600 ნმ. ბრუნვით მომენტს.  ამ  კონფიგურაციით “ხუთკარას” 0-100 კმ/სთ აჩქარების გაკეთება 4,1 წამში შეუძლია.

ატელიეს სპეციალისტებმა ავტომობილის ელექტრონულ ბლოკის პროგრამაში ცვლილებები შეიტანეს რის შედეგადაც RS4 Avant-ის სიმძლავრე 77 ცხ.ძ-ითა და 110ნმ-ით გაიზარდა. სიმძლავრის გაზრდა ავტომობილის დინამიკის ცვლილებასაც გამოიწვევდა, მაგრამ ტიუნერები ჯერ ამ ინფორმაციას არ ამხელენ. ამასთან  Wheelsandmore -ში კლიენტს ახალ გამოსაბოლქვ სისტემას სთავაზობენ, რომელიც ავტომობილის სიმძლავრეს დამატებით 9 ცხენის ძალით გაზრდის.

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑