სტატიები

Published on: 26 November 2014

Audi Q7 პლაგინ-ჰიბრიდად იქცევა

2b97bbb5121ba3a3deda3c4fff(2)

კროსოვერ Audi Q7 -ის მეორე თაობამ მიიღო “მწვანე” ვერსია  პრეფიქსით e-tron. პლაგინ-ჰიბრიდი ბაზარზე შემდეგ წელს გამოვა და მიიღებს ისეთ ძალისმიერ აგრეგატს, როგორიცაა Porsche Cayenne S E-Hybrid -ზე. შესაძლოა ავტომობილის ნახვა იანვარში დეტროიტის ავტოსალონში შევძლოთ.

Q7  მოძრაობაში მოვა 3,0 ლიტრი მოცულობის V6 და ელექტროძრავით. ძრავების საერთო სიმძლავრე წარმოადგენს 420 ცხენის ძალას. ავტომობილი აღჭურვილი იქნება ლითიუმიონური ბატარეით, რომელიც 40 კმ-ს გავლის საშუალებას იძლევა.

ახალი Q7 აწყობილია MLB Evo პლათფორმაზე და არის 360 კგ -ით მსუბუქი ვიდრე წინა მოდელი. ერთი სიტყვით Audi ისწრაფვის ელექტროსეგმენტისკენ.

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑