Published on: 27 December 2014
Audi Q1 -ის საიდუმლოებებს ფარდას ხდის
ცნობილი გახდა Audi -ს ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული კროსოვერ Q1 -ის დეტალები. აქამდე ყველა ინფორმაცია შემოსაზღვრული იყო 1 წლის წინანდელი სურათით, რომელიც ნაჩვენებია ზევით. ახლა კი ცნობილი გახდა რამოდენიმე ტექნიკური და მარკეტინგული ინფორმაცია.
მაშ ასე, კროსოვერი აწყობილი იქნება A1 -ის პლატფორმაზე, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ლაპარაკი მიდის PQ25 -ზე თუ სხვა პერსპექტიულ გამოგონებაზე.
A1 -ის შასის გამოყენება გულისხმობს, რომ მსუბუქი და ჯიპის ტიპის ვერსიების ძრავების სია ასე თუ ისე დაემთხვევა. რომლებშიც მოისაზრება 4 ცილინდრიანი ბენზინისა და დიზელის აგრეგატები, რომლებიც ანვითარებენ 90 -დან 185 ცხენის ძალამდე.
Audi Q1 იქნება “ევროპელი” და არ იქნება ხელმისაწვდომი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე. სავარაუდოდ ავტომობილის დებიუტი შედგება 2016 წლის შემოდგომაზე პარიზში, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ გერმანელები ამ საქმეს უფრო ადრე გაართვან თავი.