სტატიები

Published on: 04 September 2018

Audi-მა სრულიად ახალი მოდელის წარმოება დაიწყო

Audi-მა ახალი მოდელის e-tron-ის კროსოვერების გამოშვება დაიწყო. ავტომობილის პრემიერა 17 სექტემბერს გაიმართება. მანამდე კი კომპანიამ მხოლოდ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წითელი ელექტრონული ავტომობილი ნაცრისფერი გადასაფარებლით არის შემოსილი. წყაროს ცნობით მოდელის წარმოება ბრიუსელში არსებულ ქარხანაში მოხდება, იქ სადაც  Audi A1 იწყობოდა.

ადრე კომპანია მოდელის წინასერიულ ვარიანტებსაც აქვეყნებდა. ფოტოს თუ დავეყრდნობდით ახალი e-tron-ი 2015 წლის კონცეპტისგან დიდად არ განსხვავდება.

სავარაუდოდ კროსოვერის საბაზრო ვერსია 95 კვტ.სთ მოცულობის ლითიუმ-იონური ბატარეითა ორი ელექტრო ძრავით აღიჭურვება, რომლებიც 360 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. ერთ დამუხტვაზე აუდის ელექტრონულ კროსოვერს 400 კილომეტრის დაფარვა შეეძლება. კროსოვერის მთავარ მახასიათებლად სალონში არსებული მონიტორების მდიდარი რაოდენობა იქნება.

წინასწარი ცნობებით e-Tron-ის კროსოვერი 66 ათასი ევრო ეღირება. ავტომობილის გაყიდვების დაწყება 2019 წლის დასაწყისისთვის არის მოსალოდნელი. მოდელი იქნება პირველი იმ სამი ელექტრონული ავტომობილიდან, რომლის გამოშვებასაც Audi 2020 წლისთვის გეგმავს.

 

 

თეგები: ,


Back to Top ↑